რატომუნდა ვიზრუნოთ ჩვენი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელიბაზე
- doctorelizabed
- Dec 9, 2024
- 1 min read

ჩვენი კუჭ-ნაწლავი ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველია. მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ მისი სწორი ფუნქციონირება.
კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი სიმპტომებითა და დაავადებებით:
შფოთვა და დეპრესია
სახსრების ტკივილი
თავის ტკივილები
ქრონიკული დაღლილობა
ჰიპოთირეოზი
ცუდი მეხსიერება
აუტოიმუნური დაავადებები
ანემია
ატეროსკლეროზი
სარკოპენია
თმისცვენა და სხვა.
კუჭ-ნაწლავის დარღვევასთან ერთად, როგორც წესი, ხდება მიკრობიოტის დარღვევა.ჩვენს ნაწლავებში ცხოვრობს დაახლოებით 100 ტრილიონი სხვადასხვა სახეობის ბაქტერია. ეს ბაქტერიები ჩვენი მეგობრული ფლორაა, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩვენი იმუნიტეტის ჯანმრთელობაში, გამოიმუშავებს В ჯგუფის ვიტამინებს და პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ხასიათზე.
ეს ბატარეები იმ საკვებით იკვებებიან, რასაც ჩვენ ვიღებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, რას ვაწვდით მათ. საკვები, რომელიც უყვართ და აძლიერებს ჩვენს "პატარა მეგობრებს", უჯრედისით მდიდარი პროდუქტებია (მწვანილი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები, თხილეული, თესლები). ასევე, ფერმენტირებული პროდუქტები, რადგან ისინი შეიცავს პრე-პრობ
იოტიკებს და მეტაბიოტიკებს (მაგალითად, კომბოსტოსა და ყველანაირი ბოსტნეულის მწნილი), ასევე ფერმენტირებული რძის ნაწარმი. დაამატეთ თქვენს რაციონში ამ ჯგუფის პროდუქტები და დაიწყეთ მცირე რაოდენობით მიღება ყოველდღიურად.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
Comments