წესები და პირობები
ბოლოს განახლდა: 30 სექტემბერი, 2024
მოგესალმებით ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე, თუ თქვენ აპირებთ ამ ვებ-გვერდის გამოყენებას, წინამდებარე წესები და პირობები გახლავთ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმება თქვენსა და შპს „ბიომედს” (შემდგომში კომპანია) შორის, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის www.doctorelizabed.com გამოყენების პირობებს.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. „კომპანია“ - შპს „ბიომედი”.
1.2. „ვებ-გვერდი“ - www.doctorelizabed.com, რომლის მეშვეობით ხდება სხვადასხვა სერვისით სარგებლობა მომხმარებლების მიერ.
1.3. „კომპანიის პროდუქტი“ - ყველა ის პროდუქტი, რომელსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.
1.4. „მომხმარებელი“ - გულისხმობს, დაინტერესებულ პირს (პირთა ჯგუფს).
1.5. „დაინტერესებული პირი“ - პირი, (პირთა ჯგუფი) რომელსაც სურს, საკუთარი ინიციატივით გახდეს კომპანიის მომხმარებელი და ისარგებლოს კომპანიის სხვადასხვა სერვისით.
1.6. „რეგისტრირებული მომხმარებელი“ - დაინტერესებული პირი, რომელიც სარგებლობს კომპანიის ვებ-გვერდით და ვებ-გვერდზე განთავსებული კონკრეტული პროდუქტებით.
1.7. „გამომწერი“ - მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდა ვებ-გვერდზე ან/და გამოიწერა კომპანიის სერვისი.
1.8. „სტუმარი“ - მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით გამოწერისა და რეგისტრაციის გრეშე.
1.9. „ავტორიზებული მომხმარბელი“ - ნიშნავს მომხმარებელს, რომელმაც გაიარა ავტორიზაცია ვებ-გვერდზე.
1.10. მხარეები - ნიშნავს ერთი მხრივ კომპანიას, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებელს.
1.11. „ანგარიში“ - ნიშნავს პირად ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლის მიერ განთავსდა ვებ-გვერდზე და სადაც მას შეუძლია შესვლა მომხმარებლის სახელით და პაროლის გამოყენებით.
1.12. „ოპერაცია“ - ნიშნავს მომხმარებლის მიერ განხორციელბულ ნებისმიერ ოპერაციას, როგორც პირადი ანგარიშიდან, ასევე კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით.
1.13. „ელექტრონული საგადახდო სისტემა" - ნიშნავს გადახდის საშუალებას, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს, განახორციელონ ორმხრივი ანგარიშსწორებები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
2. ინფორმაციის სიზუსტე
2.1. ამ ვებ-გვერდზე მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა და არ უნდა იყოს მიჩნეული სამედიცინო რჩევად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ შინაარსის სიზუსტე და სანდოობა, ის შეიძლება ყოველთვის არ ასახავდეს ყველაზე აქტუალურ კვლევას ან სახელმძღვანელო მითითებებს. ინდივიდუალური კვების მოთხოვნილებები და ჯანმრთელობის პირობები განსხვავებულია და ჩვენ გირჩევთ მიმართოთ კვალიფიციურ ჯანდაცვის პროფესიონალს ან დიეტოლოგს თქვენს დიეტაში ან ცხოვრების წესში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანამდე.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ საიტზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებზე. ყოველთვის მიმართეთ თქვენ ექიმს ან სხვა კვალიფიციური ჯანდაცვის პროვაიდერს რჩევასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გქონდეთ სამედიცინო მდგომარეობასთან ან დიეტის ცვლილებებთან დაკავშირებით.
3. პირობები და ინტელექტუალური საკუთრება
3.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.2. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ კომპანიის ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული ინფორმაცია, როგორიც არის სამარკო ნიშანი, სტატიები, ნაშრომები, ანალიზი და ყველა ინტელექტუალური საგანი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მას არ აქვს უფლება მისი მითვისების, კოპირების, მესამე პირისთვის კომერციული მიზნებით გადაცემის, რეალიზაციის, დაპატენტების ან ყველა იმ ქმედების, რომელიც ლახავს კომპანიის საავტორო უფლებას.
4. განცხადებები და გარანტიები
4.1. მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო წინამდებარე განცხადებებსა და პირობებს, ეთანხმება მათ და პრეტენზია არ გააჩნია.
4.2. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს შეყვანილი ინფორმაცია არის ავთენტიკური და შეესაბამება ნამდვილობას.
4.3. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ მას აქვს უფლება ან გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება, იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტაციას.
4.4. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ თუ მის მიერ მესამე პირზე გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დააზიანოს/დააზიანა, როგორც მესამე პირის, ასევე კომპანიისა და თავად მომხმარებლის ინტერესები, პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მომხმარებელს.
5. მონაცემთა გამოყენება და დაცვა
5.1. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას მისი მომხმარებლების პირადი მონაცემები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არსებული მონაცემების გადაცემა/მიწოდება კომპანიისთვის ხდება ვებ-გვერდის მეშვეობით (დისტანციურად), კომპნია არ იღებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მონაცემები ჩაუვარდა მესამე პირს ვებ-გვერდით არასანქცირებული წვდომისას.
5.2. კომპანიის ვებ-გვერდის სტუმრობისას მომხმარებლის ე.წ „ნაკვალევი“ შეიძლება გამოყონებული იყოს კომპანიის მხრიდან, არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.
5.3. კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მომხმარებელს შეიძლება მოუწიოს კომპანიის ადმინისტრაციისთვის, კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე პირადი ინფორმაციის გაგზავნა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცესის დროს მომხმარებლის პირადი მონაცემები ხელში ჩაუვარდა მესამე პირს, რომელიც არის მესამე პირის არასანქცირებული ჩართვით გამოწვეული, კომპანია ამ ფაქტზე და მის შედეგებზე არ არის პასუხისმგებელი.
6. ვებ-გვერდზე არსებული ბმულები
6.1. კომპანია უფლებამოსილია, საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსოს სხვადასხვა ბმული, მათ შორის მესამე პირის დაქვემდებარებაში მყოფი ვებ-გვერდის ბმულები.
6.2. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ისარგებლებს 6.1. პუნქტში გათვალისწინებული ბმულებით, იგი აცნობიერებს, რომ მესამე პირის დაქვემდებარებაში/საკუთრებაში არსებული ბმულები არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ასევე მათზე არსებული ინფორმაციისა თუ შინაარსის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელი არ არის კომპანია, შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია თავად გაეცნოს მესამე პირის ვებ-გვერდზე არსებულ წესებსა და პირობებს.
7. ცვლილებების განხორციელება
7.1. კომპანია უფლებამოსილია წინამდებარე წესებსა და პირობებში შეიტანოს ცვლილება ისე, რომ წინასარ არ შეატყობინოს მომხმარებელს.
7.2. მომხმარებელი ვალდებულია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ვინაიდან მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს მიერ აღნიშნული წესებისა და პირობების დათანხმებას.
8. საკონტაქო ინფორმაცია
8.1. ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე ვებ-გვერდზე მითითებულ სხვა ნებისმიერ ინფორმაციას გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: doctorelizabed@gmail.com